ფრენის ახალი მარშრუტი ქუვეითი-ბათუმი 

22 თებერვალი 2024, 20:06 531 ნახვა

ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ი საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს. უკვე გადაწყდა, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით  ოპერირებას დაიწყებს.

ავიაკომპანიის მიერ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის მიხედვით, ფრენები ელ ქუვეითსა და ბათუმს შორის 14 ივნისიდან, 16 სექტემბრამდე, კვირაში 7 სიხშირით შესრულდება.  

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში