ენმ-ის შუახევის ორგანიზაციის განცხადება

23 თებერვალი 2024, 14:15 338 ნახვა

სტიქიის გამო დაზარალებული მოქალაქეების დახმარების საკითხი იყო ბრიფინგის თემა შუახევშიც. ნაციონალური მოძრაობის წევრი აცხადებს, რომ თვითმმართველობამ  მოსახლეობას შესაბამისი დახმარება ვერ აღმოუჩინა, შესთავაზა ქირით გასვლა, თუმცა 300 ლარი ალტერნატიული საცხოვრებლის სანახავად მიზერულია.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა ისიც, რომ სტიქიის სალიკვიდაციო გეგმასთან დაკავშირებით ფრაქციამ შუახევის  მერი დაიბარა, თუმცა ომარ ტაკიძე  სხდომაზე არ მივიდა.

დეპუტატი ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს მოსახლეობას გაუწიოს შესაბამისი დახმარება, გაზარდოს ქირისა და განსახლების თანხა, ასევე დაეხმაროს ალტერნატიული საცხოვრებლის მოძიებაში.  ბრალდებას არ გამოეხმაურნენ ადრესატები.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში