საკრებულოს სხდომა ქედაში

23 თებერვალი 2024, 14:18 329 ნახვა

ქედის საკრებულოს სხდომაზე მერიის სამსახურების და შპს-ების გაწეული საქმიანობის ანგარიშები მოისმინეს. ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, რომ უწყებამ სამშენებლო სამართალდარღვევის გამო,  რვა ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დააჯარიმა.

ჯარიმები გაიცა ნარჩენების დაყრასთან დაკავშირებითაც. ასევე მოისმინეს  მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის გასული წლის საქმინაობის  ანგარიში.

ირკვევა რომ განხორციელდა 12 ახალგაზრდული, 27 სპორტული და 35-ზე მეტი კულტურული და საგანმანათლბლო ღონისძიება. 

„შპს კომუნალურსერვისის ხელმძრავნელმა კი განაცხადა, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილია   ერთი ახალი ნაგავმზიდის შეძენა, ასევე გამნხორციელდა  უსახლკარო ცხოველების ვაქცინაცია.

საკრებულოს წევრებმა საქმიანობები დადებითად შეაფასეს. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს „ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოსთვის“ ახალი ავტობუსის გადაცემის საკითხს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში