ილია თოფურია ესპანეთის მოქალაქეობას მიიღებს

28 თებერვალი 2024, 10:18 341 ნახვა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ილია თოფურიას უმასპინძლა და ქართველ მებრძოლთან შეხვედრის კადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ილია თოფურიამ, რომელიც ესპანეთის სახელითაც ასპარეზობს, შერეული ორთაბრძოლების ლეგენდარული ჩემპიონი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ში ქვემსუბუქი წონის ქამარს დაეუფლა. „დღეს ილია თოფურიას, UFC-ში ქვემსუბუქი წონის ახალ ჩემპიონს შევხვდი.

ძალისხმევამ, საქმისადმი ერთგულებამ და შეუპოვრობამ თქვენს ერთ ოცნებასთან მიგიყვანათ და მეორეც მალე ასრულდება – ესპანეთისადმი თქვენი სიყვარული მალე ესპანეთის მოქალაქეობის მიღებაში აისახება“, – დაწერა სოციალურ ქსელში ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში