უსაფრთხოების სფეროში ხელშეკრულება ნიდერლანდებსა და უკრაინას

02 მარტი 2024, 09:44 298 ნახვა

ნიდერლანდებსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების სფეროში ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემას ითვალისწინებს.

ნიდერლანდების პრემიერ მინისტრის განცხადებით, შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი სრულად უჭერს მხარს უკრაინის სამშვიდობო გეგმას სრულმასშტაბიანი ომის დასრულების შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კი ქვეყანა ნიდერლანდებისგან სამხედრო თვითმფრინავების ნაწილს მიმდინარე წელს ელოდება.

უსაფრთხოების ხელშეკრულება უკრაინისთვის 2024 წელს 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში