აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ტრამპისა და პუტინის დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს

15 ნოემბერი 2025, 14:31 101 ნახვა

აშშ-ის ვიცე-პრემიერის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების მიზნით, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დიალოგი აუცილებელია. ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბევრისგან მოისმინა თუ როგორ აკრიტიკებენ პრეზიდენტ ტრამპს, პუტინთან საუბრის გამო.
ვენსის თქმით, აუცილებელი არაა პუტინის უკრაინაში შეჭრას ეთანხმებოდე, მაგრამ თუ მშვიდობის მიღწევა გსურს, უნდა იყო ძლიერი. ასევე აუცილებელია ესაუბრო ხალხს და აგრესიულ დიპლომატიაში ჩაერთო. ვენსმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დოქტრინა მშვიდობის მიღწევასთან ერთად, ძლიერი სამხედრო ძალის შენარჩუნებას ეფუძნება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე