რუსეთმა ხარკოვი და ოდესა დაბომბა - არის მსხვერპლი

02 მარტი 2024, 11:05 347 ნახვა

ოკუპანტის იერიში უკრაინის ქალაქებზე გრძელდება. რუსებმა ხარკოვი და ოდესა დაბომბეს, არის მსხვერპლი. ოდესის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, აგრესორმა მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყა, რის შედეგადაც დაიღუპა 2 და დაშავდა 7 ადამიანი. დაშავებულებს შორის 3 წლის ბავშვია.

ხარკოვის ოლქში კი დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. მტერი კვლავ აგრძელებს „შაჰედის“ ტიპის დრონების გამოყენებას.

სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალებში აღნიშნეს, რომ გასულ დღეს 7 რუსული დრონი გაანადგურეს.

უკრაინისთვის დახმარების აუცილებლობასა და ცაზე ახალი სამხედრო თვითმფრინავების გამოჩენაზე ისაუბრა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში