აშშ-უკრაინის მოლაპარაკებები

01 დეკემბერი 2025, 11:01 61 ნახვა

ფლორიდაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებები გაიმართა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეხვედრა პროდუქტიული და სასარგებლო იყო, თუმცა, რუბიოს თქმით, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.

რუბიომ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ გუნდები არა მხოლოდ უკრაინასა და რუსეთს შორის ბრძოლის დასრულების პირობებზე მუშაობენ, არამედ „პირობებზე, რომელიც უკრაინის გრძელვადიან კეთილდღეობას უზრუნველყოფს“. შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა უკრაინის პრზეიდნეტი.

ვოლოდიმნერ ზელენკიმ აღნიშნა, რომ საუბარი იყო კონსტრუქციული, ყველა საკითხი ღიად განიხილებოდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი დღეს მოსკოვში გაემგზავრება. 

CNN-ის ინფორმაციით, უიტკოფი სავარაუდოდ  ვლადიმერ პუტინს შეხვდება.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში