სოფელ ბობოყვათში ქვეითს სატვირთო მანქანა დაეჯახა

14 მარტი 2024, 14:04 482 ნახვა

სოფელ ბობოყვათში ქვეითს სატვირთო მანქანა დაეჯახა. 

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებული შუა ხნის კაცი კლინიკაში გადაიყვანა. 

მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულს გამოკვლევები უტარდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში