ელექტრონული ტექნოლოგიები არჩევნებში-საინფორმაციო შეხვედრა

19 მარტი 2024, 11:57 311 ნახვა

საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიების წარმომადგენლებთან სასწავლო - საინფორმაციო შეხვედრები გამართა. საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეები და პროცედურები, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა, არსებული გამოცდილება და სამომავლო გეგმები - ეს ის საკითხებია, რომლის შესახებაც შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ. შეხვედრის ფარგლებში განხორციელდა საარჩევნო ელექტრონული აპარატურის დემონსტრირება. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პირადად ენახათ თუ როგორ მუშაობს ელექტრონული აპარატები.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში