დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადების გზით- სწავლება

19 მარტი 2024, 14:50 470 ნახვა

,,დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადების გზით’’ - ქობულეთში, პროფესიულ კოლეჯ ,,ახალ ტალღა’’-ში დასაქმების სააგენტოს მიზნობრივი ქვეპროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის სწავლება იწყება. პროგრამის ფარგლებში სამუშაოს 50 მაძიებელი სტუდენტი პროფესიული მომზადების კურსს გაივლის. სწავლება პროფესიულ სასწავლებელსა და სხვადასხვა კომპანიაში, ბიზნესის მოთხოვნისა და საჭიროებების გათვალისწინებით მოხდება. მოკლევადიანი სასწავლო მოდული თეორიულ და პრაქტიკულ კურსს მოიცავს. სასწავლო პროგრამას აჭარის დასაქმების სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს, პროგრამით უკვე ისარგებლა 600-ზე მეტმა სტუდენტმა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში