ხვალ თბილისის ტანვარჯიშის არენა რიგით 23-ე საბავშვო ევროვიზიას უმასპინძლებს. კონკურსის სამზადისი კულმინაციურ ფაზაშია, დღეს 20 საათზე გენერალური რეპეტიცია გაიმართება, რაც ფაქტობრივად ფინალური კონკურსის ანალოგია, ანიტა აბგარიანი თავის საკონკურსო სიმღერას შაინ ლაიქ ე სთარ ფინალურ შოუზე მე-15 ნომრად შეასრულებს.
საბავშვო ევროვიზიისთვის მზადება თვეების მანძილზე მიმდინარეობდა, კონკურსს თბილისი უკვე მეორედ მასპინძლობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველო საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც ღონისძიება ოთხჯერ მოიგო.
