მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვებული ხელმოწერები პრეზიდენტს გადაეცემა

25 მარტი 2024, 18:23 374 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვებული ხელმოწერები დღეს პრეზიდენტს ჩაბარდება. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სააკაშვილის ფოტოებით, საქართველოს და ევროკავშირის დროშებით პრეზიდენტის სასახლესთან აქცია გამართეს და ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. პარტიაში აცხადებენ, რომ 150 000-დან 200 000-მდე ხელმოწერა შეაგროვეს. მანამდე პარტიის წევრებმა და მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრებმა აქცია პერფორმანსი ქუთაისში შემდეგ კი გორში გამართეს და გააკეთეს განცხადებები.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში