შსს-მ, ბათუმში, საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილი ქალის საქმეზე გამოძიება დაიწყო

30 მარტი 2024, 11:08 596 ნახვა

ბათუმში, საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილ ქალთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

31 წლის ქალს, საკეისრო კვეთა კლინიკა BMС-ში ჩაუტარდა, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

იგი, კრიტიკულ მდგომარეობაში, კლინიკა "ბაუ-ში" გადაიყვანეს, სადაც საკეისრო კვეთის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა.

გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩუტარდა.

რაც შეეხება ახალშობილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში