საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა

05 აპრილი 2024, 14:15 374 ნახვა

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უკვე გამოსცა.

ირაკლი ბერაია დღემდე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. სხვადასხვა დროს ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.

ირაკლი ბერაიამ საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შალვა ლომიძე შეცვალა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში