უცხოეთიდან შემოსული თანხების, გრანტების 95%-ს ხარჯავს 10 „ენჯეო“ და დანარჩენ 5%-ს ხარჯავს რამდენიმე ათასი „ენჯეო“, ბუნებრივია ისინი „შავი ფულისთვის“ იბრძოლებენ - მამუკა მდინარაძე

13 აპრილი 2024, 16:12 282 ნახვა

უცხოეთიდან შემოსული თანხების, გრანტების 95%-ს ხარჯავს 10 „ენჯეო“ და დანარჩენ 5%-ს ხარჯავს რამდენიმე ათასი „ენჯეო“. რამხელა დისონანსი და არარელევანტურობაა ფულის ხარჯვის ამბავში. 10-15 „ენჯეო“ ხარჯავს 95%-ზე მეტს და ისინი, ბუნებრივია, იბრძოლებენ ამ „შავი ფულისათვის“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ამ წლების განმავლობაში დარტყმები სად ვნახეთ? დაარტყეს სასამართლოს, პოლიტიკას, ქვეყანას, პარტიების დაფინანსება ვნახეთ. „შავი ფული“ იხარჯება პარტიული კუთხით, მაგალითად, ეკლესიის წინააღმდეგ და ლგბტ პროპაგანდაში. ეს ხომ ვნახეთ? არის ორი მიმართულება: პარტიები და პროპაგანდა. ამ ორი მიმართულებით იხარჯება ეს „შავი ფული“. ამიტომ არ ვიცით, 7 „ენჯეოს“ მიერ დახარჯული 70 მილიონი სად არის. თან საქართველოში რა მოცემულობა გვაქვს, იცით? რატომ იბრძვიან ასე, ბოლო რესურსს, მათ შორის საერთაშორისო რესურსს რატომ იყენებენ? იმიტომ რომ უცხოეთიდან შემოსული თანხების, გრანტების 95%-ს ხარჯავს 10 „ენჯეო“ და დანარჩენ 5%-ს ხარჯავს რამდენიმე ათასი „ენჯეო“. რამხელა დისონანსი და არარელევანტურობაა ფულის ხარჯვის ამბავში. 10-15 „ენჯეო“ ხარჯავს 95%-ზე მეტს და ისინი, ბუნებრივია, იბრძოლებენ ამ „შავი ფულისათვის“. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ არის ჩვენი მხრიდან ბრძოლა მხოლოდ გამჭვირვალობისთვის. ისინი იბრძვიან „შავი ფულისთვის“.

 

ჩვენი მხრიდან, გამჭვირვალობასთან ერთად, ეს არის ბრძოლა ქვეყნის მეტი დამოუკიდებლობისთვის და რეალური ევროპულობისთვის, ამ ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისათვის. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ გარედან თითს რაზეც დაგვიქნევენ და რასაც უარგუმენტოდ მოგვთხოვენ, ის კი არ გავაკეთოთ, [არამედ] მივიღოთ დამოუკიდებელი, სუვერენული, თავისუფალი ​გადაწყვეტილებები. მე მაქვს აბსოლუტური რწმენა იმის, რომ როდესაც არგუმენტებს არ გეუბნებიან და ისე გეუბნებიან რაღაცას, ეს არ უნდა გააკეთო. არგუმენტები უნდა გაიზიარო, თუ ის საფუძვლიანია. ეს არის ნამდვილი ევროპულობა და საქართველო არის ქრისტიანული, დემოკრატიული ევროპის შემადგენელი ნაწილი და ის აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი. თუ ვინმეს უნდა, ასე უარგუმენტოდ იძახოს, „არა რუსულ კანონს“, ვუერთდები ამ მიდგომას. ჩვენ არ მივიღებთ რუსულ კანონს. საქართველოში ასეთი პროექტი არ არსებობს, აი, აქ გატყუებენ, ნუ გაიხდით თავს მსხვერპლად, როდესაც გეუბნებიან, რომ კანონი არის რუსული და წაკითხულიც არ გაქვთ“, - უპასუხა მდინარაძემ ჟურნალისტებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში