„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და გაწევრიანების ტრაექტორიას - შარლ მიშელი

16 აპრილი 2024, 20:58 323 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელი სოციალურ ქსელში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ეხმაურება.

მიშელის თქმით, ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და სწორედ ამის პასუხად, გასულ დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

„ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და ამის პასუხად გასულ დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. მინდა, ნათლად განვაცხადო, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და გაწევრიანების ტრაექტორიას. ეს საქართველოს ევროპასთან კი არ დააახლოებს, არამედ დააშორებს“, – წერს მიშელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში