აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და გამჭვირვალობის კანონის გასაწვევად ერთსაათიანი ვადა მისცეს

17 აპრილი 2024, 21:58 263 ნახვა

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ერთსაათიანი ვადა მისცეს პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად, გაიწვიოს რუსული კანონი.

„ვსვამ კითხვას, არის თუ არა ჩვენი მოთხოვნა დღეს, რომ დღესვე გატანილ იქნას ეს კანონი უკან? დღესვე! გააკეთონ პოლიტიკური განცხადება დღესვე, როგორც მაშინ, 1 წლის წინ, როცა ახალგაზრდების ჩამოვარდნილ თმებზე საუბრობდნენ. გაიტანეთ ეს რუსული კანონი, გააკეთეთ განცხადება. ვისაც გონება შეგრჩათ, გონება არ არის მარტო კალკულატორი და შემოსავლების თვლა. გონება არის ის, რაც მომავალს ხედავს და წარსულს აფასებს და აწმყოს ადეკვატურად უყურებს. ჩვენ ველოდებით ერთი საათის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ განცხადებას, რომ ისინი ხედავენ ქართველი ხალხის პოლიტიკურ ნებას და ბრუნდებიან საკონსტიტუციო სივრცეში, რადგან გასულები არიან უკვე“, - განაცხადა  რატი ამაღლობელმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში