პროტესტი ისრაელში 

20 აპრილი 2024, 09:18 294 ნახვა

ისრაელში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. მომიტინგეებმა თელ ავივისა და იერუსალიმის დამაკავშირებელი გზატკეცილი გადაკეტეს.

აცხადებდნენ, რომ მთავრობამ დროულად უნდა უზრუნველყოს შეთანხმება მძევლების გათავისუფლების შესახებ, რომლებიც ამ დრომდე ჰამასის ტყვეობაში იმყოფებიან.

აქციაზე ძირითადად მძევლების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ, სკანდირებდნენ „გარიგება ახლავე“.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში