ოჯახურ ღირებულებათა კანონის განხილვა რაჭაში

23 აპრილი 2024, 18:17 254 ნახვა

"ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ქუთაისის შემდეგ დღეს ამბროლაურში გაგრძელდა. პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და დეპუტატები მოსახლეობას კულტურის ცენტრში შეხვდნენ. ღონისძიება შალვა პაპუაშვილმა გახსნა, მან ისაუბრა კონსტიტუციური კანონის მიღების აუცილებლობაზე, კომისიის წევრებმა კი შეკრებილებს დეტალურად გააცნეს ცვლილებების შინაარსი. ამის შემდეგ დარბაზში შეკითხვები უკვე მოქალაქეებმა დასვეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში