პროტესტი კანონპროექტის წინააღმდეგ 

28 აპრილი 2024, 10:08 197 ნახვა

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები კვლავ საპროტესტო აქციების მიზეზია. დღეს და ხვალ პოლიტიკური პროცესი ქუჩაში აქტიურად იქნება გადატანილი. 

პარალელურად, განხილვა გაგრძელდება საკანონმდებლო ორგანოში. ხვალიდან პარლამენტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას კომიტეტში დაიწყებს.

თბილისში, დღეს რესპუბლიკის მოედანზე აქცია - „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ გაიმართება.

აქცია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაიგეგმა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილიც უერთდება. ნაწილი კი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივ განხილვებს განაგრძობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში