აშშ რაფაში ჰუმანიტარული გეგმის გარეშე ისრაელის სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგია

02 მაისი 2024, 13:58 240 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ   აშშ არ დაუჭერს მხარს სამხედრო ოპერაციას რაფაში ეფექტური გეგმის გარეშე. ბლინკენი ირწმუნება, რომ  ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაში „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ოპერაციის გეგმა  ჯერ კიდევ არ უნახავს. სახელმწიფო მდივანი მშვიდობიანი მოსახლეობის მაქსიმალურად დაცვას მოითხოვს და ქალაქ  რაფაში დიდი სამხედრო ოპერაციის საჭიროებას ვერ ხედავს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ბლინკენი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი იერუსალიმში ერთმანეთს შეხვდნენ, რის შემდეგაც ნეთანიაჰუმ გაიმეორა, რომ ოპერაცია რაფაში გაგრძელდება მიუხედავად აშშ-ის პოზიციისა და გაეროს გაფრთხილებისა, რომ ეს გამოიწვევს „ტრაგედიას“.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში