გმირთა მოედანზე, სადაც აქტივისტები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

02 მაისი 2024, 21:05 268 ნახვა

გმირთა მოედანზე, სადაც აქტივისტები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

აქციის მონაწილეები ამ დრომდე გმირთა მოედანზე იმყოფებიან. მათ რამდენიმე წუთის წინ  საავტომობილო გზა გადაკეტეს. მხოლოდ რამდენიმე ავტომობილმა შეძლო, რომ ტერიტორია დაეტოვებინა.

საპატრულო პოლიციამ აქტივისტების ნაწილი დააკავა. სამართალდამცველები გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას ცდილობენ.

მანამდე, მათ პოლიციამ არაერთხელ მოუწოდა გზა არ გადაეკეტათ, რადგან ეს კანონდარღვევა იქნებოდა.

თავდაპირველად, მომიტინგეები დაემორჩილნენ პოლიციის მითითებას და გადავიდნენ ტროტუარზე. იყო მცირე დაპირისპირებაც, რა დროსაც პოლიციამ ერთი პირი დააკავა. 

გმირთა მოედნის ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში