ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა

10 მაისი 2024, 10:26 794 ნახვა

ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა - შესაბამისი მემორანდუმი ბულგარეთში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის  სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა და ბულგარეთის საზღვაო ადმინისტრაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

სანაპირო ნაოსნობაში ჩართული ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატებს უკვე შავი ზღვის ოთხი ქვეყანა: თურქეთი, რუმინეთი, უკრაინა და ბულგარეთი აღიარებს.   ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ბულგარეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროში. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო შავი ზღვის რეგიონში პირდაპირი საზღვაო გადაზიდვების, მათ შორის საბორნე მიმოსვლის განვითარების საკითხს, კერძოდ, ბურგასს, ვარნას, ფოთსა და ბათუმს შორის საბორნე მიმოსვლის გააქტიურებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში