გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე „ქუთაისის მუხნარში“ ტყის აღდგენის ღონისძიებებს გაეცნო. ტერიტორია, სადაც ენდემური და წითელი ნუსხის სახეობა - უნიკალური „იმერული მუხა” გხვდება, ათწლეულების განმავლობაში უკანონო ჭრებმა და დაბინძურებამ მნიშვნელოვნად დააზიანა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით, ტერიტორიაზე 40-მდე იმერული სახეობის მუხის ნერგი დარგეს.