ზღვისპირა ქალაქში გალაკტიონ ტაბიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი- „ ზღვა და ქართველები „ დაიწყო.
ფესტივალის ფარგლებში გახსნითი ღონისძიება დღეს გაიმართა და 20 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
თოჯინების თეატრში და საჯარო ბიბლიოთეკაში პოეტის ხელნაწერებისა და მემორიალური ნივთების გამოფენა გაიმართა, რომელსაც ქართული ლიტერატურის მუზეუმი წარმოადგენს, ასევე მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება.