მაკა ბოჭორიშვილი ისრაელში ოფიციალურ ვიზიტს მართავს

17 ნოემბერი 2025, 10:46 86 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის სახელმწიფოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრებს გამართავს ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, გიდეონ საართან, ქნესეთის სპიკერთან, ამირ ოხანასთან, ეროვნული უსაფრთხოების მინისტრთან, იტამარ ბენ-გვირისთან და სოფლის მეურნეობის და სასურსათო უსაფრთხოების მინისტრთან, ავი დიხტერთან.

17-18 ნოემბერს ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იერუსალიმის მართლმადიდებლურ საპატრიარქოს ეწვევა და იერუსალიმის პატრიარქს, მის უწმინდესობა თეოფილე III-ს შეხვდება.

მაკა ბოჭორიშვილი იერუსალიმში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს, „იად ვაშემს“ გვირგვინით შეამკობს.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე