„დინამო“ ბათუმი VS „იბერია 1999“ 

19 მაისი 2024, 11:44 346 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე-15 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. „სამგურალმა“ „სამტრედია“ 4:0 დაამარცხა. გორის „დილამ“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოუგო.

დღეს ეროვნული ლიგის დარჩენილი მატჩები გაიმართება. „გაგრა“ „თელავს“ უმასპინძლებს, „კოლხეთი“ ქუთაისის „ტორპედოს“ მიიღებს.

ბათუმის „დინამო“ „აჭარაბეთ არენაზე“ კი ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს „იბერია 1999“-ს ეთამაშება.

„დინამოს“ და „იბერიას“ მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში