სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა

24 მაისი 2024, 10:25 393 ნახვა

ზუგდიდის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი ბლაგვი საგნით მოკლა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალი მრავლობითი დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მკვლელობის მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, ის პოლიციამ გამთენიისას დააკავა. 

უწყების ცნობით, გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მათივე განმარტებით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში