რუსთავში ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

24 მაისი 2024, 17:32 270 ნახვა

რუსთავში ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ფირაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურორის განცხადებთ, 20 წლის მარიამ სოფრომაძეს ბრალდებული ახრჩობდა, რის შემდეგაც ის დედის სახლში დაბრუნდა. მას ბრალდებული შერიგებას და უკან დაბრუნებას სისტემატურად სთხოვდა. 

ფირაშვილს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ასევე 126 პრიმა მუხლით, რაც ფსიქიკურ ძალადობას გულისხმობს.

ცნობისთვის, 22 მაისს რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში დედა-შვილი სანადირო თოფიდან გასროლით იმ დროს მოკლეს, როცა ბავშვი ეტლით სამედიცინო დაწესებულებიდან მოჰყავდათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი