კონცერტი კონსერვატორიაში

29 მაისი 2024, 19:41 671 ნახვა

კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლის დარბაზში, სადაც ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და ხელოვნების უნივერსიტეტის სამუსიკო ფაკულტეტის სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას.

  სოლისტებმა 9-მუსიკალური ნომერი შეასრულეს, სადაც სიმფონიური და საოპერო ჟანრის ნაწარმოებები შესრულდა. მსგავსი ღონისძიება, გაერთიანებულ ფორმატში, წელს პირველად იმართება, სადაც ხელოვნების უნივერსიტეტის საორკესტრო განყოფილების სტუდენტები ჩაერთვნენ. 

ღონისძიების მიზანია, პროფესიონალ მუსიკოსებთან ერთად, სასწავლებლის სტუდენტების გამოცდილების გაზიარება და დიდი მოცულობის ნაწარმოებების შესრულება. მსგავსი ღონისძიებები მომავალ წელსაც გაიმართება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი