საფრანგეთის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა

06 ივნისი 2024, 10:46 306 ნახვა

საფრანგეთის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა. კანონის მიღებას მხარი დაუჭირა 138-მა დეპუტატმა, ხოლო 10 წინააღმდეგი იყო.

დღეს მიღებული კანონი ძალაში 2025 წლის პირველ ივლისს შევა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი საფრანგეთში უცხოური ინტერესების წარმომადგენლებს ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ ეროვნულ რეესტრში. ის აძლიერებს ჩარევის ოპერაციების მონიტორინგს, სადაზვერვო სამსახურებს საშუალებას აძლევს, საეჭვო ონლაინაქტივობები ალგორითმული მონიტორინგის საშუალებით შეამოწმონ. ეს ინსტრუმენტი მხოლოდ ტერორიზმის პრევენციისთვის არის ავტორიზებული.

კანონი ითვალისწინებს უცხოური ჩარევის შემთხვევაში კონკრეტული პირის ან ორგანიზაციის აქტივების გაყინვას. უცხოური ინსტიტუტები, რომლებიც პოტენციურ სპონსორებად ჩაითვლებიან, არიან სახელმწიფოები, პოლიტიკური პარტიები ევროკავშირის გარეთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში