საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

16 ივნისი 2024, 19:59 1442 ნახვა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ბიძგები, თბილისის დროით, 19:42 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ქალაქ ონიდან სამხრეთით 4კმ-ში, სოფელ ცხმორთან იყო.

მიწისძვრის სიძლიერემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა.

ონთან მიწისძვრა დღეს, 17:16 საათზეც მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.8 მაგნიტუდას შეადგენდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი