საქართველოს პრეზიდენტი მშვიდობის სამიტზე - შეფასებები

17 ივნისი 2024, 14:15 299 ნახვა

სიმართლე რომ უკრაინის მხარესაა ამაზე პოლიტიკური მხარეები თანხმდებიან, თუმცა აზრთა სხვადასხვაობაა სალომე ზურაბიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით.

ოპოზიცია ირწმუნება, რომ პრეზიდენტი  საზღვრებს გარეთ მეგობარ-პარტნიორ ქვეყნებთან საქართველოს ღირსეულად წარადგენს და ეროვნული ინტერესებს გაატარებს.

საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან კი, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი კრიტიკის მორიგი საფუძველი და მიზეზი გახდა, მათი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი საკუთარი გზავნილებით სპეკულირებს და ერთ-ერთია, ვისაც საქართველოში მაიდნის სცენარის გამეორება სურს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში