"საქმეთა გაჭიანურების პრობლემის შესახებ“ - კვლევა

19 ივნისი 2024, 12:00 285 ნახვა

მოსამართლეთა სიმცირე და არაეფექტური მართლმსაჯულება - “დემოკრატიის ინდექსი საქართველო  „  საერთო  სასამართლოებში საქმეთა გაჭიანურების პრობლემის შესახებ“ კვლევას აქვეყნებს. 

კვლევის შედეგები  ორგანიზაციამ ბათუმში ადვოკატებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ მხარეებს გააცნო. კვლევის მიხედვით, გამოიკვეთა საქმეების განხილვის გაჭიანურების კონკრეტული მიზეზები, ერთ-ერთ მიზეზად იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პარლამენტის არაეფექტურობა სახელდება.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საჭიროა საკანონდებლო ცვლილებები და მოსამართლეების განტვირთვა განსახილველი საქმეებისგან. კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ხშირია პროცესების გადადება სასამართლოებში მხარეთა მოთხოვნით  და მოსამართლე არ იყენებს მის ხელს არსებულ  ბერკეტებს საქმის განხილვის დასაჩქარებლად.

ასევე  კვლევის თანახმად  სასამართლო პროცესების გაჭიანურების მიზეზია ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ისეთი საქმეების გასაჩივრება, რომლის  შედეგი წინასწარ ცნობილია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი