თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველოში თურქეთის „C-130”-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა

11 ნოემბერი 2025, 16:58 122 ნახვა

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველოში თურქეთის „C-130”-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან აფრინდა და თურქეთში მიფრინავდა.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებთან კოორდინაციით უკვე დაწყებულია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე