სამთო სკოლაში საბაზისო და ტაქტიკურ-ტექნიკური კურსები დასრულდა

21 ივნისი 2024, 14:14 261 ნახვა

საჩხერის სამთო სკოლაში ,,სამთო მომზადების ზაფხულის ტაქტიკურ-ტექნიკური სამხედრო სპეციალისტთა მომზადების პროგრამა" დასრულდა.

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში კურსები ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმაც გაიარეს.  ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.

გამოსაშვებ ცერემონიას  საქართველოს თავდაცვის ძალების მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო და ამერიკის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი