სავარაუდო ინტოქსიკაცია ქობულეთში

21 ივნისი 2024, 17:50 530 ნახვა

8 ადამიანის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაცია ქობულეთში - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საშაურმიდან ნიმუშები აიღო. უწყების ცნობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან 8 ადამიანის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე საშაურმეში არაგეგმიური ინსპექტირება განხორციელდა. შემოწმებისას კი გამოიკვეთა სხვა ხარვეზიც და ობიექტი დაჯარიმდა. ობიექტი კვლავ აგრძელებს ფუნქციონირებას. თავად კვების ობიექტის მეპატრონე ჩვენთან საუბარში  ამბობს, რომ ახლა ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდება. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი