გრანტი ბიზნეს იდეების დასაფინანსებლად

02 აპრილი 2017, 00:00 5326 ნახვა

„მთის სტატუსით“ მოსარგებლე მოქალაქეები სახელმწიფოსგან გრანტს მიიღებენ. საქართველოს პარლამენტის წევრის, ანზორ ბოლქვაძის განცხადებით, საკითხზე მსჯელობა უკვე დაწყებულია და პროგრამა უახლოეს დღეებში დამტკიცდება. რომლის შედეგადაც მუნიციპალიტეტებში შეიქმნება სამთავრობო კომისია, სადაც მოქალაქეები საკუთარ იდეებსა და ბიზნეს გეგმებს წარადგენენ. გამარჯვებულ მეწარმეს გრანტის სახით 5 ათასი ლარი გადაეცემა. მთის განვითარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში 10 მილიონი ლარია გაწერილი.

ამავე კატეგორიაში