სახალხო დამცველის განცხადება

02 აპრილი 2017, 00:00 2152 ნახვა

აუტიზმის სპექტრის დარღვევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილის განცხადებით საქართველოში, ბოლო ერთი წლის მანძილზე აუტისტური სპექტრის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით ხელშესახები ცვლილებები არ განხორციელებულა. განსაკუთრებით მწვავეა ბავშვთა პრობლემები. ქვეყნის პირველი უფლება დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფოს გადადგას დროული და ქმედითი ნაბიჯები არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით. უზრუნველყოს აუცილებელი პროგრამების შექმნა, სერვისების განვითარება და გამართული ფუნქციონირება.

ამავე კატეგორიაში