საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენეთა ალიანსმა გაიმარჯვა

08 ივლისი 2024, 10:14 278 ნახვა

პარიზში, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, დემონსტრანტების სპეცრაზმთან  შეტაკება მოხდა. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად მარინ ლე პენის ეროვნულ გაერთიანებას ყველაზე მეტი მხარდაჭერა უნდა მიეღო, მაგრამ არჩევნების მეორე ტურის შედეგებით მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა. კენჭისყრის შედეგებით მემარცხენე ალიანსმა მოულოდნელად პირველი ადგილი დაიკავა და ულტრამემარჯვენეები უკან ჩამოიტოვა.

არჩევნები წარუმატებელი აღმოჩნდა ცენტრისტული პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისთვის, რომელმაც კენჭისყრა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ევროპარლამენტის არჩევნებში მისი პარტია დამარცხდა.

საპარლამენტო არჩევნების შედეგად  პარლამენტი დაიყოფა სამ დიდ პოლიტიკურ ჯგუფად  - მემარცხენეები, ცენტრისტები და ულტრამემარჯვენეები, რომლებსაც განსხვავებული პოლიტიკური მიდგომები და ერთობლივი მუშაობის ტრადიცია არ აკავშირებთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი