ადვოკატი: დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა მძიმეა

07 აპრილი 2017, 00:00 1863 ნახვა

ე.წ "ციანიდის" საქმეზე დაკავებული დეკანოზი, რომელიც მეოთხე დღეა შიმშილობს, დაკავებულის უფლებადამცველმა მიხეილ რამიშვილმა მოინახულა. ადვოკატის ინფორმაციით დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რამიშვილის თქმით დეკანოზი შიმშილობას აგრძელებს და უარს აცხადებს მისთვის საჭირო მედიკამენტების მიღებაზე, რაც მისი სიცოცხლეს კიდევ უფრო რისკის ქვეშ აყენებს.

უფლებადამცველი კატეგორიულად მოითხოვს,რომ სასულიერო პირებმა დაკავებული დეკანოზი მოინახულონ. რამიშვილმა ჟურნალისტებს დეკანოზის განცხადებაც გააცნო, რომელიც უკვე გადაგზავნილია პროკურატურაში ოჯახის წევრებზე სახელმწიფო დაცვის გაუქმების შესახებ, რათა ეს სასამართლო პროცესის დახურვის მიზეზი არ გახდეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი