„ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამა’’ დაიწყო

29 სექტემბერი 2024, 11:58 206 ნახვა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) „ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების  უმაღლესი პროგრამა “ ოფიციალურად გაიხსნა. პროგრამა“  5-თვიანია და მასში მონაწილეობენ სხვადასხვა სახელმწიფო  უწყების  წარმომადგენლები, მათ შორის, თავდაცვის ძალების  ოფიცრები, თავდაცვის უწყების სამოქალაქო ოფისისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები.

სასწავლო პროგრამას, ასევე გაივლიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის - „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში“  სტუდენტები. სასწავლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს სტრატეგიული დონის სამხედრო და სამოქალაქო ლიდერები, რომლებიც შეძლებენ სტრატეგიულ დონეზე კოორდინირებულ თანამშრომლობას, შიდა და საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს შეფასებასა და კრიზისების მართვის პროცესში ეფექტიან მონაწილეობა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში