ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია

01 ოქტომბერი 2024, 20:36 364 ნახვა

“ არ დაივიწყო ქართული” ასე ეწოდება საგანმანათლებლო ცენტრ “მომავლის პალიტირისა”და აჭარის მწერალთა სახლის  ერთობლივ პროექტს, რომელიც ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში მოზარდები გაეცნობიან არა მხოლოდ ქართველი მწერლების შემოქმედებას, არამედ  ბავშვების მონაწილეობით სპექტაკლებიც დაიდგმება.   იგეგმება ღონისძიებათა ციკლი “ასე დაუსრულებლად” .

დღეს მწერალთა სახლში მემორანდუმი გაფოომდა. ხელმოწერამდე კი მოზარდებმა ნოდარ დუმბაძის რამდენიმე ნაწარმოების, მათ შორის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონის” მიხედვით სცენები გაითამაშეს და მცირე წარმოდგენა მოაწყვეს. პროექტის მხარდამჭერია აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში