„ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები“ - კონფერენცია

04 ოქტომბერი 2024, 10:44 343 ნახვა

„ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება 2024“ - ამ სახელწოდებით  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერისტეტში  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  მიმდინარეობს. 

კონფერენციის 140 მონაწილე, 6 სექციური მიმართულებით იმუშავებს. მათ შორის  ეკონომიკა,  საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმე.  

ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართება და  უახლოესი კვლევების შესახებ  პრეზენტაციებს გამართავენ  ქართველი და უცხოელი  მკვლევარები. 

განიხილავენ ისეთ  საკითხებს როგორებიცაა ტურიზმის ინდუსტრიის გამოწვევები,  სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები თანამედროვე პირობებში,  ეკონომიკური პოლიტიკის  აქტიური მიმართულებები. სამეცნიერო კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებითა და აჭარის  განათლების  სამინისტროს  ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში