სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

15 სექტემბერი 2025, 10:55 140 ნახვა

ახალ სასწავლო წელს ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს 136 პირველკლასელი ჰყავს. 29 საჯარო სკოლიდან  პირველკლასელის გარეშეა ოთხი საჯარო სკოლა.  ახალი სასწავლო წლის დაწყება დაბა ქედის საჯარო სკოლას თვითმმართველობის და რესურსცენტრის წარმომადგენლებმა მიულოცეს.  

ქედის რესურსცენტრის ინფორმაციით, ახალ სასწავლო წელს სრულად რეაბილიტირებული ხვდება სოფელ  კვაშტის საჯარო სკოლა, ხოლო გარე ფასადების რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ პირველი მაისისა და მახუნცეთის საჯარო სკოლებს.

მიმდინარე წელს შიდა სივრცეების სრული რეაბილიტაცია იგეგმება სოფელ პირველი მაისისა და მერისის საჯარო სკოლებში.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი