ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები 3 ახლად რეაბილიტირებულ სკოლაში გააგრძელებენ სწავლას მცხეთა-მთიანეთში.
საქართველოს განათლების მინისტრის განცხადებით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროცესი მოიცავს ისეთი შენობების განახლებას, სადაც არაერთი თაობა, გამოჩენილი ადამიანი აღიზარდა და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ სკოლების ტრადიციებისა და ისტორიული შენობა-ნაგებობების შენარჩუნების კუთხით.