ბრალდებები საარჩევნო დარღვევეზე

09 ნოემბერი 2024, 15:08 245 ნახვა

-პროკურატურა ოპოზიციის ლიდერებს გამოკითხვაზე იბარებს. არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ამჯერად საგამოძიებო უწყებაში თინა ბოკუჩავაა დაბარებული. მანამდე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს "ძლიერი საქართველოს" წევრები ირაკლი კუპრაძე და საბა ბუაძე.

ისინი პროკურატურას უნდობლობას უცხადებენ, უწყებაში მისვლას არ აპირებენ, თუმცა მზად არიან მაგისტრატი მოსამართლის წინაშე წარსდგნენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციას მტკიცებულებები არ აქვს და თუკი რაიმე მასალა აქვთ, ის საზოგადოებას უნდა გააცნონ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში