''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მოუწოდებს, პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი წარმოებაში არ მიიღონ და დაუშვებლად ცნონ.
როგორც ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნების“ სარჩელი არის ტოტალურად დაუსაბუთებელი და ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულების მინიმალურ სტანდარტს. იგივე მოთხოვნებით საპასუხო სარჩელი საკონსტიტყუციო სასამართლში შეიატანა ლელომ. მმართველი გუნდის წერები კი აცხადებენ, რომ სარჩელში მოყვანილი ფაქტები მტკიცებულებებით გამყარებულია და საკონსტიტუციო სასამართლომ იგი უნდა დააკმაყოფილოს.
ცნობისთვის, პარლამენტის 88 წევრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პოლიტიკური პარტიის ნაციონალური მოძრაობის, „კოალიცია ცვლილებისთვის და ლელოს საქმიანობის კონსტიტუციურობის დადგენისა და აკრძალვის საკითხზე მიმართავს.
