„ქართული ოცნება“ „ბიბისის“ წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. მმართველ გუნდში აცხადებენ რომ საერთაშორისო მედიას წინ საინტერესო პროცესები ელოდება და პასუხი მოეთხოვება ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის.
ქართული ოცნების წევრები იმედოვნებენ, რომ ეს სასამართლო დავა სამართლიანად დასრულდება.
აქვე გეტყვით, რომ ბიბისის მიერ გავრცელებულ საგამოძიებო რეპორტაჟზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
